შპს მაქს ექსპრესს

გთავაზობთ იაფი, მოხერხებული და სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებას უცხოელი და ადგილობრივი კლიენტებისათვის.

ჩვენს შესახებ

შპს „მაქს-ექსპრესს“-მა ფუნქციონირება ქართულ ბაზარზე დაიწყო 2018 წელს.

Latest Products Image

ჩვენი მიზანია კლიენტების გარანტირება უნიკალური პირობებით და საუკეთესო მომსახურებით, ნდობის და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.

Latest Products Image

შპს „მაქს ექსპრესს“-ის მისიაა უზრუნველყოს იაფი, მოხერხებული და სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურება, უცხოელი და ადგილობრივი კლიენტებისათვის.

Latest Products Image

კომპანია ლიცენზირებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რის შემდეგაც კომპანიამ დაიწყო საქმიანობა და მომსახურების შეთავაზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ახალი ამბები

Latest Products Image

ფინანსური კომპანია MaxExpress-მა დაWelsend-მა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო ფულადი გზავნილები აამუშავა.

ქართულმა კომპანიამ MaxExpress, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ და საგადახდო მომსახურებას აამოქმედა ფულადი გზავნილების მომსახურება ფიზიკური პირებისათვის, როგორც უკრაინიდან საქართველოში, ისე საქართველოდან უკრაინაში. მანამდე, MaxExpress გახდა Welsend-ის (უკრაინა) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის წევრი. ეს მომსახურება მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია 2019 წლის 1 იანვრიდან.
www.welsend.com.ua-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფულადი გზავნილების საკომისიო შეადგენს გადასარიცხი თანხის 0.95%-ს. ფინანსური კომპანიის MaxExpress-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფულადი გზავნილებისთვის ეს საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია. ძნელია არ დაეთანხმო აღნიშნულს: სხვა საერთაშორისო სერვისების მოკლე მიმოხილვაც კი გვიჩვენებს ამ ტარიფის უპირატესობას.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია MaxExpress-ის გუნდისთვის. უკრაინის ბაზარი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ტურისტული და მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ შეუწყობს ხელს ფულადი გზავნილების პოზიტიურ დინამიკას", - განაცხადა შპს"მაქს ექსპრესს"-ის დირექტორმა მერი ჯანგველაძემ.
მცირე შენიშვნა: უკრაინა წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას არა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ზრდის, არამედ საერთაშორისო ფულადი გზავნილების მოცულობის თვალსაზრისითაც. უპირველეს ყოვლისა, ეს უკავშირდება უკრაინის ეკონომიკის აქტიურ ინტეგრაციას ევროკავშირთან და აქტიურ შრომით მიგრაციასთან. სწორედ ამიტომ, MaxExpress-ის აზრით, ასე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი სახეობის ფულადი გზავნილის გაშვება საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან.

სიახლეები 03 აგვისტოდან, 2018 წ.

შპს „მაქს ექსპრესს“-ი რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი), რის შესახებაც გაკეთებულია ჩანაწერი საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მოცემული სტატუსი კომპანიას აძლევს საშუალებას განახორციელოს ფულადი გზავნილები ფიზიკურ პირებს შორის.

სათაო ოფისის მისამართი
საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 45
ტელ.: +995 577 54 04 11
maxexpressgeo@gmail.com

მოგვწერეთ შეტყობინება

Top